სასწავლო და სოციალური პროექტები


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი : თინათინ კოხრეიძე
სკოლა : ქ.ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლა
საგანი : მათემატიკა
თემის დასახელება : ,,ოქროს კვეთა“
პროექტში მონაწილეობენ : მე-6 კლასის მოსწავლეები
განხორციელების ვადები : 2 კვირა
პროექტის აქტუალობა :
თემის ,,პროპორციის“ შესწავლის დროს მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად ვისაუბრე, თუ რა გამოყენება აქვს პროპორციას ცხოვრებაში, შევეხე ,,ოქროს კვეთას“, რამაც მოსწავლეთა შორის ინტერესი გამოიწვია, გადავწყვიტეთ საკითხის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით სასწავლო პროექტზე გვემუშავა. მოსწავლეებს ვურჩიე ჯგუგფებად დაყოფა და თემის შესწავლის მიზნით ოთხი სხვადასხვა მიმართულება შევთავაზე :
1.    ოქროს კვეთის მათემატიკური არსი.
2.    ოქროს კვეთა და ხელოვნება.
3.    ოქროს კვეთა და საქართველო.
4.    ოქროს კვეთა ბუნებაში.
მათ უნდა მოეძებნათ საჭირო ინფორმაცია ინტერნეტითა და სახელმძღვანელოების გამოყენებით, დაემუშავებინათ მოძიებული მასალა და მოეწყოთ პრეზენტაცია. თვალსაჩინოებისათვის გაეკეთებინათ პოსტერები, მიღებული ცოდნა ხელს შეუწყობს მოსწავლეების შემეცნების დონის ამაღლებას, ბუნებასა და ხელოვნებაში კანონზომიერების დადგენას, სილამაზის აღქმისა და შეფასების უნარის გამომუშავებას, გუნდურად მუშაობისას ურთიერთთანამშრომლობითი პრინციპების შეთვისებას.

პროექტის მიზანი :
● მოსწავლეები გაეცნობიან ,,ოქროს კვეთას“, როგორც პროპორციას.
● ინტერნეტ-რესურსებისა და სახელმძღვანელოების დახმარებით დაამუშავებენ მასალას.
● გააკეთებენ პრეზენტაციას.
● ითანამშრომლებენ ჯგუფებში და მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს.

შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები :
მათ. VI. 5. მოსწავლეს სეუძლია სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა, განვრცობა და აღწერა.
● მოცემული დამოკიდებულებისათვის(მათ შორის რეალურ ვიტარებაში) თვისობრივად და რაოდენობრივად არწერს თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა ატრიბუტებზე.

ესგ :
● თანამშრომლობა ჯგუფური სამუშაოების შესრულებისას.
● კორექტულობა მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში.
● სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების ფლობა.
● მათემატიკისა ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა დისციპლინებში, ხელოვნებაში და ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში.

მოსალოდნელი შედეგები :
მოკლევადიანი შედეგი : მოსწავლეები გაანალიზებენ ,,ოქროს კვეთას“, როგორც ,,ღვთაებრივ პროპორციას“, დააკვირდებიან ბუნებაში არსებულ ოქროს კვეთის მაგალითებს, გაიგებენ როგორ არის გამოყენებული შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში“ უკვდავი პროპორცია. ასევე ინტერნეტ-რესურსებით იპოვიან და დაათვალიერებენ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ჯვრის მონასტერს, რომელთა არქიტექტურაშიც გამოყენებულია ,,ოქროს კვეთის“ პროპორცია.

გრძელვადიანი შედეგი :
სამყაროს აღქმის უნარი უფრო გამოუმუშავდებათ. ხელოვნებას და არქიტექტურას ახალი თვალსაზრისით შეაფასებენ, ისწავლიან ნაშრომის პრეზენტაციას და გაიწაფებიან ჯგუფურად მუშაობის პრინციპებში. კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ სამყარო მათემატიკურ კანონზომიერებებს ემორჩილება და ინტერესი გაუღვივდებათ ამ საგნისადმი.

შეფასების/შეფასების ინსტუმენტების მოკლე მონახაზი :
პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობისა და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის მივმართავ გამოკითხვის მეთოდს : ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლი“. განისაზღვრება მოსწავლეების საბაზო ცოდნა. მათ უნდა გაიხსენონ, რა იციან საწყის ეტაპზე, იმუშაონ ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრებაზე. ამისათვის გამოვიყენებ გონებრივ იერიშს, პერიოდულად ვამოწმებთ ინფორმაციის მოძიებისა და დამუსავების ხარისხს, ვპასუხობ მათ შეკითხვებს და ვცდილობ მათ დაკვალიანებას, ვაკვირდები მათ მუშაობას ჯგუფებში და ბოლოს ვაფასებთ ჯგუფების პრეზენტაციებს მათ მიერ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

პროექტის მსვლელობა :      
კლასთან ერთად ვისაუბრებ ბუნების კანონზომიერებების შესახებ, მათემატიკის როლზე ხელოვნებასა და არქიტექტურაში. გავაცნობ ,,ოქროს კვეთას“, როგორც პროპორციას. მოსწავლეებს ვთხოვ დაიყონ ოთხ ჯგუფად, რომლებშიც თანაბრად მოხვდებიან სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეები. გადაინაწილონ ფუნქციები თავიანთი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით, თითოეულმა ჯგუფმა გააკეთოს ჩანაწერების დღიური. პირველი ჯგუფი იმუშავებს , ოქროს კვეთის მათემატიკურ შინაარსზე, მეორე ჯგუფი ოქროს კვეთის გამოყენებაზე ხელოვნებაში, მესამე ჯგუფი - ოქროს კვეთის ნიმუშები საქართველოში, მეოთხე ჯგუფი - ოქროს კვეთა ბუნებაში. მოსწავლეთა ჯგუფებთან შეხვედრების დროს გამოვიყენებ მინი ლექციის მეთოდს, მივაწოდებ რჩევებსა და ინფორმაციას პროექტის თემასთან დაკავშირებით, პროექტის პრეზენტაციის ნიმუშის შესაქმნელად. ჯგუფის ლიდერებს დავავალებ, მონიტორინგი გაუწიონ თავიანთი ჯგუფის მუშაობას, საბოლოო შეფასების საწარმოებლად კი, ერთად შევადგენთ შეფასების რუბრიკას, რათა პროექტის წარდგენამდე იცოდნენ, რით ფასდებიან, ხოლო პრეზენტაციის შემდეგ კი, შეძლებენ თვითშეფასებასაც.

დიფერენცირებული სწავლება :
ჯგუფში არ არიან სპეციალური საჭიროების მქონე და არაქართულენოვანი მოსწავლეები. მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები შეასრულებენ შედარებით რთულ სამუშაოებს, გადაამოწმებენ მოძიებულ ინფორმაციებს, დაეხმარებიან მეგობრებს პრეზენტაციის გაკეთებაში, იმუშავებენ შეფასების რუბრიკის შექმნაზე.

პროექტისათვის გამოყენებული იქნება :
სახელმძღვანელო, დამატებითი წიგნები ბიბლიოთეკიდან, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, ფორმატები, მარკერები.

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები :
1.    შესაძლოა მოსწავლეებმა ვერ მოახერხონ საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტიდან.
2.    შესაძლოა პროექტისათვის დაგეგმილ დღეს ვერ გამოცხადდეს რომელიმე მოსწავლე და მათ შორის ლიდერი.
რისკებისა და ხარვეზების თავიდან აცილების გზები :
1.    მასწავლებელმა პროექტის დაწყებამდე უნდა გადახედოს ყველა საჭირო ინტერნეტ-რესურს, გადაამოწმოს მათი სანდოობა. მიუთითოს შესაბამისი ლიტერატურა.
2.    ჯგუფის ყოველი წევრი მზად უნდა იყოს პრეზენტაციისათვის.
შეფასება :        
მოსწავლეები შეავსებენ კითხვარს : ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ სქემის მიხედვით.
შეფასების რუბრიკა :
თემა
მაქსიმალური ქულა
საკითხის ფლობა
3
დამუშავებული მასალის პრეზენტაცია
3
პოსტერის შესრულების ხარისხი
2
თანამშრომლობა ჯგუფში
2

პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი. მონიტორინგის ჯგუფი : მასწავლებელი, 4 მოსწავლე თითოეული ჯგუფიდან.

რიცხვი
I ჯგუფი
II ჯგუფი
III ჯგუფი
IV ჯგუფი
ინფორმაციის მოძიება
01.05
x



ინფორმაციის მოძიება
02.05

x


ინფორმაციის მოძიება
03.05



x

ინფორმაციის მოძიება
04.05



x
ყველა ერთად
07.05
x
x
x
x
ინფორმაციის დამუშავება
08.05
x



ინფორმაციის დამუშავება
10.05

x


ინფორმაციის დამუშავება
11.05


x

ინფორმაციის დამუშავება
14.05



x
ყველა ერთად
15.05
x
x
x
x
პოსტერის გაფორმება
16.05

x

x
პოსტერის გაფორმება
17.05
x

x

პოსტერის გაფორმება
18.05
x
x
x
x
პროექტის შეფასება
21.05
x
x
x
x
ქულა







რეფლექსია

სასწავლო პროექტი ,,ოქროს კვეთა“

მოხერხდა თუ არა დასახული მიზნის მიღწევა ?
-         მიზნის მიღწევა მოხერხდა.

რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად ? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
-         გეგმის შესაბამისად წარიმართა ყველა აქტივობა : შევარჩიეთ თემები ჯგუფებში სამუშაოდ, მოსწავლეებმა გადაინაწილეს ფუნქციები ჯგუფებში, მოიძიეს ინტერნეტ მასალა, წიგნები ბიბლიოთეკიდან, დაამუშავეს ინფორმაცია და წარმოადგინეს პრეზენტაციისათვის განკუთვნილ დღეს, მირებული ცოდნის სადემონსტრაციოდ შექმნეს პოსტერები ფერადი სურათებითა და ნახაზებით.

რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ ?
-         პროექტი წარმატებული იყო ყველა ეტაპზე, მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია საგნის სწავლებასთან მიმართებაში. შეისწავლეს ახალი საკითხი - ოქროს კვეთის პროპორცია, რომელსაც სხვა საგნების ასევე მაღალ საფეხურზე მათემატიკის სწავლისას გაიხსენებენ და გამოიყენებენ. ისწავლეს ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, პრეზენტირება და ჯგუფებში სექმნეს თანამშრომლობითი გარემო.

რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა ?
-         პროექტის მონაწილეებმა ბევრი სარგებელი მიიღეს : შეისწავლეს ოქროს კვეთის მათემატიკური არსი, გაეცნენ ხელოვნების იმ ნიმუშებს, რომლებშიც გამოყენებულია ეს ,,ღვთაებრი პროპორცია“, გაიგეს იმ მხატვრების,მწერლების,მუსიკოსების,არქიტექტორების შესახებ, ვინც იყენებდა ოქროს კვეთას თავის ქმნილებებში. საკუთარი თვალით იხილეს ვიდეო და მასალა, რომელიც ბუნებაში არსებულ მოვლენებსა და არსებებში ოქროს კვეთის პროპორციას ადასტურებს
.
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ ?
-         კარგი იქნება, თუ ამ თემის მაღალ საფეხურზე შესწავლის დროს პრაქტიკულ საქმიანობას მეტ ყურადღებას დავუთმობთ. გაზომვითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოსწავლეები თავად შეძლებენ ოქროს კვეთის პროპორციის აღმოჩენას საგნებსა თუ სხვადასხვა ქმნილებაში.

მოხდა, თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან      მოდიფიცირება და რატომ ? 
-         მოდიფიცირება არ მომხდარა.

 რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას ?

-         მსგავს პროექტებში შეიძლება მშობელთა ჩართვა, რაც უფრო საინტერესოს გახდის მას. ისინი თავიანთ შეხედულებებსა და მოსაზრებებს გააცნობენ ბავშვებს. ეს ფაქტი კი მშობელთა და შვილთა ურთიერთობაზე დადებითად აისახება.










ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებლის თინათინ კოხრეიძის სოციალური პროექტი

პროექტის დასახელება : თეატრალური წარმოდგენა, საშობაო ზღაპარი ,,სათაგური“
სკოლა : ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლა
პროექტის ხელმძღვანელი : თინათინ კოხრეიძე
პროექტში მონაწილეობენ : მე-4 კლასის მოსწავლეები
პროექტის აქტუალობა :      პროექტი სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ბოლო დროს მოსწავლეთა შორის გახშირებულმა ძალადობრივმა ფაქტებმა საზოგადოება დილემის წინაშე დააყენა. პრბლემის გადაჭრის საფუძვლიან მიდგომად მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ითვლება. სწორედ ამიტომ მოსწავლეებს შევთავაზე თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობა. როლური თამაშებით სწავლება ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. თეატრალური ხელოვნებისადმი ინტერესების გაღვივება ბავშვობიდანვე საჭიროა. ადამიანი მსახიობად თუ არა , კარგ მაყურებლად მაინც უნდა ჩამოყალიბდეს. გარდა ამისა, უნდა შეძლოს ბოროტისა და კეთილის გარჩევა. იყოს მიმტევებელი და დაგმოს ძალადობა.
პროექტის მიზანი : მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ნაწარმოების თეატრალურ სანახაობად წარმოდგენას, საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, აუმაღლდება ზნეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და განუვითარდება გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია: სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემის მოგვარება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა და სხვა.
პროექტზე მუშაობის ვადები : 10.11.2017 – 22.12.2017
განსახორციელებელი ამოცანები :


ამოცანის დასახელება და მოკლე აღწერა
ვადა
მოსალოდნელი შედეგი
საჭირო რესურსი
პასუხისმგებელი პირი
პროექტის ორგანიზება.
პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებისა და მშობლებისათვის პროექტის იდეის,მიზნებისა და ვადების გაცნობა.
ვაჟა-ფშაველას ზღაპრის ,,სათაგურის“ წაკითხვა ბავშვებთან და მშობლებთან ერთად. ნაწარმოების განხილვა და სცენარის შექმნა. როლების განაწილება შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ბიუჯეტის გადახედვა.
 10 დღე

მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და ჩართულობა.
მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდა.

დაფა, ფურცლები, მარკერი, წიგნი, კომპიუტერი.
მასწავლებელი, მოსწავლეები, მშობლები.
როლებზე მუშაობა, კოსტიუმების შერჩევა, მუსიკალური ნომრების მომზადება, დეკორაციისა და მულაჟების შექმნა.
3 კვირა.
მოსწავლეებს განუვითარდებათ როლზე მუშაობისა და გუნდურად მუშაობის უნარი, გაუაქტიურდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, გაითავისებენ იმ ეტაპებს, რასაც  მსახიობი როლზე მუშაობისას გადის. თავად აღიქვამენ გმირების დადებით და უარყოფით თვისებებს, რაც ხელს შეუწყობს მათი ზნეობის განვითარებას, გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა შესაძლებლობები. პროექტში მშობელთა ჩართულობა დადებით ზეგავლენას იქონიებს კლასის ერთიან შეკავშირებულ გუნდად ჩამოყალიბებაში, რაც სამომავლოდ საუკეთესო საშუალება იქნება კლასში წამოჭრილ სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებლად. მშობელთა ჩართულობით შეიქმნება კოსტიუმები, დეკორაცია, მუსიკალური ნომრები, მულაჟები.
სახატავი ფურცლები, წებო, მაკრატელი, საღებავები, ქსოვილი, ინსტრუმენტი.
მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებელი.
თეატრალური წარმოდგენის მოწყობა, აფიშის მომზადება. სცენის მოწყობა, მაყურებელთა და სკოლის ადმინისტრაციის მოწვევა.
2 დღე.
მშობლებისა და მოსწავლეების თანამშრომლობით მოეწყობა სცენა, დეკორაცია, მულაჯები, მოსწავლეები წარმოადგენენ სპექტაკლს ,,სათაგური“.
ფორტეპიანო, ნაძვის ხე, სათამაშოები, სათაგური, ხურჯინი.
მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებელი.
მონიტორინგი და შეფასება. მასწავლებელი შეავსებს მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილს. მოსწავლეებისა და მშობლებისათვის მომზადდება თვითშეფასების კითხვარები.
4 დღე.
მაყურებლები სპექტაკლის მონაწილეებს შეაფასებენ განმავითარებელი შეფასებებით. მოსწავლეები და მშობლები შეავსებენ თვითშეფასების კითხვარებს. მასწავლებელი შეავსებს მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილს.
თაბახის ფურცლები, კალმები.
მასწავლებელი, მოსწავლეები, მშობლები.


პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები : მოსწავლეები წარმოადგენენ სპექტაკლს ,,სათაგური“. განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის უნარი. როლური თამაშებით უფრო გაითავისებენ სხვადასხვა პერსონაჟის დადებით და უარყოფით თვისებებს, ისწავლიან კეთილისა და ბოროტის განსხვავებას. დაინახავენ, რა შეუძლია ერთობას, მიტევებასა და განცდილს გამოიყენებენ ცხოვრებაში.
შეიქმნება სპექტაკლის ვიდეო ჩანაწერი, რაც მოსწავლეებს და მათი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემს ეს დღე მათი ოჯახის ისტორიად აქციოს. ვიდეო ჩანაწერის გამოყენება შეიძლება სასწავლო რესურსად.

ხელის შემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები : რომელიმე მონაწილის ავადმყოფობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს წარმოდგენის გამართვაზე. შესაძლოა რომელიმე როლი ბავშვისათვის რთული აღმოჩნდეს ვინაიდან მათ არა აქვთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის გამოცდილება, ამიტომ გავითვალისწინებ მათ შესაძლებლობებს.
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა, თუ არა თანამშრომლობა ჯგუფებში

იყვნენ, თუ არა მოსწავლეები მოტივირებული

ჰქონდა, თუ არა პროექტზე მუშაობისას მოსწავლეთა შეხვედრებს საქმიანი ხასიათი

ვინ იყო პასიური და რა იყო ამის მიზეზი


მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი

1.      მოგეწონა, თუ არა განხორციელებული პროექტი ?
2.      შეიცვალა, თუ არა შენი დამოკიდებულება კლასელებთან (გახდა უკეთესი, დარჩა იგივე, თუ გაუარესდა) ?
3.      ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდება ამ პროექტიდან ?
4.      მიიღებდი, თუ არა მონაწილეობას ასეთ პროექტებში ?
5.      რას შეცვლიდი ?

მშობელთა თვითშეფასების კითხვარი

1.      მიგაჩნიათ, თუ არა საჭიროდ მსგავს პროექტებში მშობელთა ჩართვა ?
2.      როგორ შეაფასებთ განხორციელებულ პროექტს ?
3.      შეუწყობს, თუ არა ხელს განხორციელებული პროექტი მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდის საქმეს ?
4.      რას გვირჩევდით ?

რეფლექსია

მოხერხდა, თუ არა დასახული მიზნის მიღწევა ?

-         მოსწავლეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს. მოსწავლეებმა მშობელთა და ჩემი დახმარებით შეძლეს ლიტერატურული ნაწარმოების თეატრალურ სანახაობად წარმოდგენა. გაითავისეს ის ზნეობრივი ნორმები, რაც დღევანდელი საზოგადოებისათვის არის აქტუალური, მიმტევებლობა, სიკეთე და სიყვარული.

რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად ? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ ?

-         ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად განხორციელდა.

რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული  და რატომ ?

-         პროექტი წარმატებული იყო მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით, მოსწალეთა შესაძლებლობების წარმოჩენის, ახალი გამოცდილების მიღების, სამსახიოვბო უნარ-ჩვევების დანერგვის თვალსაზრისით. ყოველივე ამან მოსწავლეების მოტივაცია აამაღლა თითოეულ მათგანს საკუთარი თავის რწმენა შემატა.

რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა ?

-         მოსწავლეებს თეატრისა და ხელოვნებისადმი სიყვარული გაუღვივდათ. მათი სურვილის გათვალისწინებით მშობლებთან ერთად ვესტუმრეთ ქ.ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს. დავესწარით წარმოდგენას ,,სათაგური“. ბავშვები გულისყურითა და ინტერესით აკვირდებოდნენ მსახიობებს, მათთან ერთად იმეორებდნენ სხვადასხვა პერსონაჟის სიტყვებს. სკოლაში დაბრუნებულები აღტაცებით მსჯელობდნენ სპექტაკლის შესახებ.

რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?

-         შესრულების ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას, რაც მსგავს პროექტებში ხშირი მონაწილეობით მიიღწევა.

მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება/ან მოდიფიცირება და რატომ ?

-         პროექტის აქტივობების ჩამონათვალში არ იყო თეატრში სპექტაკლზე დასწრება.

რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?

-         მსგავს პროექტებს კვლავ გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

No comments:

Post a Comment